Accessibility links

logo-print

ერგნეთში იმსჯელეს "სამმხრივი საკოორდინაციო" მექანიზმის განახლებაზე


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გამართული შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებული "სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის" მალე განახლების მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც გამოაქვეყნა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების თანაორგანიზატორმა, ეუთომ. "სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი" ემსახურება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ დაკარგულ პირთა მოძებნას და ომით დაზარალებული ადამიანების დახმარებას. ეუთო როგორც იუწყება, ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მთლიანობაში „სტაბილური“ უწოდეს ვითარებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ხოლო რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისის დელეგაციამ გააპროტესტა გასულ კვირაში რუსული სამხედრო ვერტმფრენების შეჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ საჰაერო სივრცეში. ქართულმა მხარემ გააპროტესტა აგრეთვე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის ფაქტები. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 2016 წლის 20 იანვარს გაიმართება.

XS
SM
MD
LG