Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სანაკოევი: პანკისის ხეობაში ხდება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მობილიზება


პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზება ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განუცხადა ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან. "პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრირება, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე“, - განაცხადა დავით სანაკოევმა.

XS
SM
MD
LG