Accessibility links

logo-print

ერგნეთში შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე "სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის" პროექტის განახლების მიზნით


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გამართული შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებული "სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის" მალე განახლების მიზნით. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც გამოაქვეყნა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების თანაორგანიზატორმა ეუთომ. "სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი" ემსახურება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ დაკარგულ პირთა მოძებნას და ომით დაზარალებული ადამიანების დახმარებას. როგორც ეუთო იუწყება, ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მთლიანობაში „სტაბილური“ უწოდეს ვითარებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

XS
SM
MD
LG