Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება "ეს შენ გეხებას" ფარგლებში მომზადებული სარჩელის განხილვა


საკონსტიტუციო სასამართლოში იწყება კამპანიის "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ფარგლებში მომზადებული სარჩელის განხილვა. სასამართლო დღეს მოსარჩელეებისა და მოპასუხის არგუმენტებს მოისმენს. სასამართლო ასევე მოუსმენს ექსპერტების პოზიციებს. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ განმარტა, უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია ტექნიკური საშუალება, სასამართლო ბრძანების გარეშე მოუსმინოს მოქალაქეებს, რაც არაკონსტიტუციურია და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებს ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG