Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო ფარული მოსმენის შესახებ სარჩელის განხილვა


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო პარლამენტის წინააღმდეგ კამპანიის "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა. მომჩივანი მხარე ითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს ელექტრონული კომუნიკაციების კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შარშან შეტანილი ცვლილებები, რომელთა თანახმად, ფარული მოსმენის ერთი, ე.წ. გასაღები ჯერ შსს-ს, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა. ერთ-ერთი მომჩივანი ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ე.წ. გასაღები სამართალდამცავებს აძლევს სასამართლოს გვერდის ავლით, ნებისმიერი ადამიანის უკანონოდ მოსმენის შესაძლებლობას. გიორგი გოცირიძის შეფასებითვე, თავად ფაქტი, რომ სამართალდამცავებს აქვთ მსგავსი ტექნიკური შესაძლებლობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებით აღიარებულ, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის თამარ მესხიას განმარტებით, პარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებული მოდელი არ ხელყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას. თამარ მესხიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტი თავისი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებისას გამოიყენებს თავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

XS
SM
MD
LG