Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ არ შეურიგდება თავისი სარაკეტო პროგრამის რაიმე სახის შეზღუდვას


ირანი არ შეურიგდება თავისი სარაკეტო პროგრამის რაიმე სახის შეზღუდვას. ამის შესახებ განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰგანმა მას შემდეგ, რაც გაეროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თეირანს დარღვეული აქვს გაეროს სანქციები რაკეტის გამოცდის გამო. ირანის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადებით, ირანმა „ემადის“ ტიპის რაკეტა გამოსცადა, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ „ისლამური რესპუბლიკა იმოქმედებს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებით“ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოახვევს თავს თავის ნებას. დეჰგანი „ემადის“ ტიპის რაკეტებს უწოდებს კონვენციურ რაკეტებს და ამით იმეორებს ირანის განმარტებას, რომ რაკეტა არ დამზადებულა ბირთვული იარაღისათვის და ირანი არ აპირებს ამ მიზნით მის გამოყენებას. ირანი აცხადებს, რომ რაკეტა საგანგებოდ უნდა იყოს დამზადებული ბირთვული ქობინის სატარებლად იმისათვის, რომ მისი გამოცდა გაეროს უშიშროების საბჭოს 1929-ე რეზოლუციის დარღვევად ჩაითვალოს. მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს ექსპერტები განსხვავებულ შეფასებას გამოთქვამენ. მათ დაადგინეს, რომ ირანმა 10 ოქტომბერს რაკეტის გამოცდით დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია.

XS
SM
MD
LG