Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში "ისლამურმა სახელმწიფომ" თავდასხმა მოაწყო მის წინააღმდეგ მებრძოლთა საწვრთნელ ბანაკზე


ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ბანაკზე, რომელშიც წვრთნიან ექსტრემისტებთან მებრძოლ პირებს. იერიშის დროს მოკლეს ორი ერაყელი მებრძოლი და დაჭრეს ოთხი თურქი ინსტრუქტორი. ოფიციალური პირებისაგან მიღებული ეს ცნობა 16 დეკემბერს გავრცელდა. ბაშიყის რაიონში, ისლამისტი ექსტრემისტების მიერ დაპყრობილი ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარე ბანაკს რამდენიმე საათი უშენდნენ ჭურვებს ერაყელ ქურთ მებრძოლებსა და "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს შორის ბრძოლის დროს. თურქი სამხედროები აცხადებენ, რომ მათმა არტილერიამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ექსტრემისტებს. საწვრთნელ ბანაკში 1000-ზე მეტი მებრძოლი იმყოფებოდა, როცა მასზე იერიში დაიწყო. თავდასხმის ფონია თურქეთსა და ერაყს შორის უთანხმოება ანკარის მიერ ამ ბანაკში დამატებით სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის გამო. ბაღდადი აცხადებს, რომ არ მიუცია თურქი სამხედროებისთვის ბანაკში ყოფნის უფლება, რის გამოც მათ გასვლას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG