Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიურ პრესკონფერენციას მართავს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მართავს ყოველწლიურ, რიგით მე11-ე პრესკონფერენციას, რომლის მთავარ საკითხებად მიჩნეულია ომი სირიაში და დაძაბულობა თურქეთთან ურთიერთობაში. პუტინს უკვე დაუსვეს შეკითხვა, რომელიც ეხებოდა თურქეთის მიერ 24 ნოემბერს, სირიის საზღვარზე, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და ამის შემდეგ მოსკოვის და ანკარის ურთიერთობის მკვეთრად გაუარესებას. პასუხად პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის მხრიდან „მტრული მოქმედება“ იყო. „რამაც განსაკუთრებით აღგვაშფოთა: ეს რომ უბედური შემთხვევა ყოფილიყო - როგორც შემდეგ მოვისმინეთ, რომ თურქეთის ხელისუფლებამ თითქოს არც იცოდა, რომ რუსეთის თვითმფრინავია - რას აკეთებენ ასეთ შემთხვევაში? ხალხი დაიუპა ხომ? მაშინვე იღებენ ყურმილს და ყველაფერს განმარტავენ. ამის ნაცვლად ისინი ბრიუსელში გაიქცნენ: გვიშველეთ, გვაჩგრავენო! ვინ გჩაგრავთ? ჩვენი იქ ვინმეს ხელი დავაკარეთ? არა,“ - თქვა პუტინმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც საინფორმაციო საგენტო "ტასის" ცნობით, აკრედიტებულია 1390-მდე ჟურნალისტი. მათ შორის არის ტელეარხ „დოჟდის“ წარმომადგენელი ქსენია სობჩაკი, რომელსაც შარშან ასეთივე პრესკონფერენციის დროს პუტინთან კამათი მოუვიდა. პრესკონფერენცია, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათი გრძელდება.

XS
SM
MD
LG