Accessibility links

logo-print

ნადია სავჩენკო ისევ იწყებს შიმშილობას


უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადია სავჩენკომ, რომელიც რუსეთში ციხეში იმყოფება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით, ისევ გამოაცხადა შიმშილობა. ამ ნაბიჯით სავჩენკო აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი წინასწარი პატიმრობის 16 აპრილამდე გაგრძელების შესახებ. როგორც ადვოკატი ნიკოლაი პოლზოვი ტვიტერით იტყობინება, სავჩენკომ როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა, რომ იშიმშილებს სასამართლო პროცესის დასრულებამდე. ის ბრალდებებს უარყოფს და გათავისუფლებას ითხოვს. სავჩენკო ბრალდებულია რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაჭრაშიც და აცხადებს, რომ 2014 წლის ივლისში რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა შეიპყრეს უკრაინის ტერიტორიაზე და ძალით გადაიყვანეს რუსეთში. შარშან ივლისში დაპატიმრების შემდეგ მან უკვე ორჯერ იშიმშილა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, უკრაინელ მფრინავ ქალს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG