Accessibility links

logo-print

პუტინის თქმით, რუსეთის ეკონომიკამ „კრიზისის პიკი“ გადალახა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დადებითად აფასებს ეკონომიკურ პროცესებს და აცხადებს, რომ „კრიზისის პიკი“ გადალახულია. პუტინმა ეს შეფასება გამოთქვა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც წელს 11-ედ იმართება. „სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკამ, მთლიანობაში, კრიზისი გადალახა. ყოველ შემთხვევაში კრიზისის პიკი - არა კრიზისი, არამედ კრიზისის პიკი. მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან სახეზეა ბიზნეს-აქტივობის სტაბილიზაციის ნიშნები“, - ამბობს პუტინი. თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტი ძალიან ოპტიმისტურ მაჩვენებელზეა დაფუძნებული - 50 დოლარი ერთ ბარელ ნავთობში, არადა ახლა ფასი 38 დოლარამდეა ჩამოსული, რის გამოც შესაძლოა საჭირო იყოს ბიუჯეტში ცვლილების შეტანა. ნავთობის გაიაფებასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს სანქციები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG