Accessibility links

პუტინი არ უარყოფს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ უარყოფს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც, მისი თქმით, დაკავებული არიან სხვადასხვა საკითხის, მათ შორის სამხედრო საკითხების მოგვარებით. მაგრამ რუსეთის რეგულარული არმია, პუტინისვე თქმით, არ მონაწილეობს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. იგრძენით განსხვავეობაო, დასძინა პუტინმა. მოსკოვში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა უკრაინელ ჟურნალისტს, რომელმაც პუტინს გადასცა მოკითხვა უკრაინის ქალაქ ლუგანსკთან ბრძოლის დროს მაისში დაკავებული რუსი სამხედრო მოსამსახურეების, ევგენი ეროფეევისა და ალექსანდრ ალექსანდროვისაგან. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, ხომ არ აპირებენ მათ გაცვლას რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელებზე, მათ შორის სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოსა და რეჟისორ ოლეგ სენცოვზე. პუტინის თქმით, გაცვლა თანაბარზომიერი უნდა იყოს, "ყველა ყველაზე".

XS
SM
MD
LG