Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებს პუტინის განცხადებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის 17 დეკემბრის განცხადებას, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. ღარიბაშვილი პუტინის ამ განცხადებას „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ მოიხსენიებს. განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია ასევე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. „გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს“, ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG