Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW დავით ბაქრაძესთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW დავით ბაქრაძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:26:26 0:00

საქართველოს ხელისუფლებების დეკლარირებულ, პროდასავლურ კურსს ტრადიციულად მხარს უჭერს მოქალაქეთა უმრავლესობა. მაგრამ რამდენად ღრმა და გაცნობიერებულია ეს მხარდაჭერა? ქმნის თუ არა შეშფოთების საფუძველს ბოლო ხანებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, საზოგადოებაში მატულობს სკეპტიკური დამოკიდებულება ევროატლანტიკური კურსის მიმართ? ამ და სხვა საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენს სტუმართან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან ერთად. ყოველკვირეული გადაცემა „ინტერview“ არის რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი. მასში მონაწილეობისთვის ვიწვევთ ყველას, ვინც გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე. „ინტერview“ არის პრაღა-თბილისის ტელეხიდი, რომელსაც სალომე ასათიანი უძღვება რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიიდან. გადაცემას შეგიძლიათ უყუროთ ყოველ ხუთშაბათს, 20:30-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. ასევე რადიო თავისუფლების ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

XS
SM
MD
LG