Accessibility links

"ისლამური სახელმწიფოს" მომხრეებმა მეტი ტერიტორია დაიპყრეს ავღანეთში


ავღანეთში მებრძოლებმა, რომლებიც ერთგულებას უცხადებენ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, მეტი ტერიტორია დაიპყრეს აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ინფორმაციით, ექსტრემისტების იერიშის გამო ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს მოუხდა შინიდან გაქვევა. ცნობების თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ ჩატარებულა ნანგარჰარში, რომელიც ქაბულის პროვინციას ესაზღვრება და დიდი მანძილით არ არის დაშორებული დედაქალაქიდან. „ისლამური სახელმწიფოს“ ამ წინსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალმა ჯონ კამპბელმა განაცხადა, რომ სირიიდან და ერაყიდან „უცხოელი მებრძოლები“ შეუერთდნენ ავღანელ ექსტრემისტებს, რომლებიც ერთგულებას უცხადებენ „ისლამურ სახელმწიფოს“ და ცდილობენ ნანგარჰარში ჩამოაყალიბონ რეგიონული ბაზა.

XS
SM
MD
LG