Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერი და ვიცე-პრემიერი გამოეხმაურნენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის 17 დეკემბრის განცხადებას, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. ღარიბაშვილი პუტინის ამ განცხადებას „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს. განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია ასევე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც რუსეთში თავისი ახლობლებისა და მეგობრების ნახვა სურთ და მისასალმებელი იქნება, თუ ეს ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG