Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინის განცხადება შეფასდა რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც


რუსეთის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოშიც შეფასდა, სადაც იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი კოლეგები რუსების მომხრეები იქნებიან. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ვიზების გაუქმების პერსპექტივა წარმოიშვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების წყნარი ტონალობის დამსახურებით. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უნდა ისარგებლოს პუტინის მიერ გაჟღერებული განცხადებით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ და დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

XS
SM
MD
LG