Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვია ერაყის ქურთისტანს


აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშ კარტერი ეწვია ერაყის ქურთისტანს. 17 დეკემბერს, ქალაქ ირბილში ის ქურთისტანის რეგიონის პრეზიდენტ მასუდ ბარზანის შეხვდა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების ძალების ჯართან ერთად ისადილა. კარტერმა ბარზანისთან საუბრისას განაცხადა, რომ ქურთისტანის სამხედრო ძალები, კოალიციასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ქალაქ მოსულის დასაბრუნებლად. მისივე ინფორმაციით, აშშ საბრძოლო აღჭურვილობით მოამარაგებს მათ ბრიგადებს, საბრძოლველად სრული მზადყოფნისათვის, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაწვდიან, იარაღს; საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკას; საკომუნიკაციო საშუალებებს და სამედიცინო აღჭურვილობას.

XS
SM
MD
LG