Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა გამგებლის მოადგილის დაკავების გამო


ქრთამის აღების ბრალდებით კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ. "ყველა ქვეყანაში შეიძლება არსებობდნენ ცალკეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცდელობა უფლებამოსილება გამოიყენონ არაკეთილსინდისიერად, თუმცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციას არ აქვს გაღვივების შესაძლებლობა და ჩანასახშივე ხდება მისი აღკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში. თბილისის მერია აღნიშნავს, რომ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში გამოძიებას მაქსიმალურად ეხმარება კანონის წინაშე არაკეთილსინდისიერი, ნებისმიერი თანამშრომლის გამოვლენისა და მთელი სიმკაცრით დასჯის პროცესში. დედაქალაქის მერია მოუწოდებს სტრუქტურის თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, და ნუ შელახავენ მერიის საჯარო მოსამსახურეთა ღირსებასა და პატივს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG