Accessibility links

logo-print

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე


ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა მაისურაძე დააკავეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამად აიღო 50 000 აშშ დოლარი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

XS
SM
MD
LG