Accessibility links

logo-print

გადაიდო ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენცია


როგორც იუწყებიან, გადაიდო საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია, რომელზეც უნდა გამოცხადდეს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის შედეგი. პრესკონფერენცია თბილისის დროით 14:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ უნდა დაწყებულიყო, თუმცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ის მოგვიანებით გაიმართება და ზუსტი დრო გამოცხადდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 დეკემბერს, გვიან საღამოს ესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებს და სურს საზოგადოებას აცნობოს, რომ დღეს ევროკომისია გამოაქვეყნებს დადებით დასკვნას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცის თაობაზე, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები 100%-ით შეასრულა და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია.

XS
SM
MD
LG