Accessibility links

logo-print

ირანი გეგმავს ეკონომიკის გაძლიერებას მსოფლიო სავაჭრო სისტემაში შესვლის გზით


ირანი იმედოვნებს, რომ ეკონომიკის სფეროში მიაღწევს დასავლეთის სანქციების მოხსნაზე მეტს და ეკონომიკას გააძლიერებს მსოფლიოს უმთავრეს სავაჭრო ჯგუფში შესვლით - ამ შინაარსის განცხადებით 17 დეკემბერს გამოვიდა ირანის მრეწველობის მინისტრი, მუჰამედ რეზა ნემატზადე. „მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრათო“, უთხრა მან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 162 წარმომადგენელს კენიაში, ნაირობიში გამართულ შეხვედრაზე და დასძინა, რომ ირანი მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. „ახლა, როცა წლების მანძილზე გამართულმა ინტენსიურმა მოლაპარაკებებმა საბოლოოდ გაფანტა მთელი ბუნდოვანება ირანის ბირთვული აქტივობების გარშემო, ჩვენ შემდეგ ნაბიჯს გადავდგამთ გლობალურ ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებისთვისო“, განაცხადა მინისტრმა. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გარეთ, ირანი ამჟამად წარმოადგენს ყველაზე დიდ ეკონომიკას. ორგანიზაცია, რომელში შესვლასაც ირანი ესწრაფვის, განაგებს სავაჭრო კავშირებს აშშ-ს, ევროკავშირს, ჩინეთს, რუსეთს და სხვა წამყვან ეკონომიკებს შორის.

XS
SM
MD
LG