Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენცია ექვს საათზე დაიწყება


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი პრესკონფერენციას ექვს საათზე დაიწყებს. პრესკონფერენცია, რომელზეც უნდა გამოცხადდეს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის შედეგი, დღეს უფრო ადრე უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე საათით გადაიდო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 დეკემბერს, გვიან საღამოს ესაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლებს და სურს საზოგადოებას აცნობოს, რომ დღეს ევროკომისია გამოაქვეყნებს დადებით დასკვნას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები 100%-ით შეასრულა და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია.

XS
SM
MD
LG