Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დაიწყო ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული რუსი სამხედროს სასამართლო


სომხეთში დაიწყო და გადაიდო იმ რუსი სამხედროს სასამართლო პროცესი, რომელიც ეჭვმიტანილია ერთი ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს. სხდომა მას მერე გადაიდო, რაც უარყოფილ იქნა ადგილის შეცვლის შესახებ თხოვნა და დაცვის მხარემ 30 დღით მოითხოვა პროცესის გადადება. ცხრამეტი წლის რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს, ბრალად ედება იანვარში ცეცხლსასროლი იარაღით ავეტისიანების ოჯახის დახოცვა სომხეთის ჩრდილო-დასავლეთში. დაიღუპნენ ორივე მშობელი და ოჯახის კიდევ ხუთი წევრი, 6 თვის ბავშვის ჩათვლით. სასამართლოს განახლების თარიღი უცნობია. რუსეთს ექვსი თვე დასჭირდა საიმისოდ, რომ დათანხმებოდა პერმიაკოვის სომხეთში გასამართლებას, თუმცა პროცესი მიმდინარეობს გიუმრიში, რუსეთის ბაზაზე, სადაც პერმიაკოვი მსახურობდა. მოსამართლემ 18 დეკემბერს მყისიერად უარყო სომხეთის მხარის წინადადება სასამართლო ბაზიდან გადაეტანათ - მოსამართლის თქმით, პერმიაკოვი რუსეთის მოქალაქეა და მის უსაფრთხოებას რუსეთის მოსამსახურეები უზრუნველყოფენ.

XS
SM
MD
LG