Accessibility links

ევროკავშირი უკრაინას სავიზო რეჟიმს სავარაუდოდ მომავალ წელს გაუუქმებს


ევროკომისია შესაძლოა მომავალ წელს გამოვიდეს რეკომენდაციით უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ეს გამომდინარეობს ევროკომისიის მეექვსე დასკვნიდან, რომელიც აფასებს უკრაინის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ამოცანების შესრულებას. დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ყველა მოთხოვნა შეასრულა და ევროკომისია მზად არის გამოვიდეს ვიზების გაუქმების მოთხოვნით, „ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობების საერთო დონიდან გამომდინარე“. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოქალაქეებს მიულოცა ევროკომისიის „პოზიტიური“ გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG