Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ორასამდე მებრძოლი გაანადგურა


ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ერაყის ჩრდილოეთში მიმდინარე მსხვილი შეტაკებისას ავიადარტყმებით გაანადგურა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორასამდე მებრძოლი. აშშ-ის სახმელეთო ჯარების პოლკოვნიკმა, სტივ უორენმა, ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, პროვინცია ნინევიაში, 500-მდე ექსტრემისტმა მებრძოლმა მსხვილი შეტევითი ოპერაცია განაცხორციელა ერაყელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფება ფეშმერგის წინააღმდეგ. კოალიციამ საპასუხოდ ასამდე ბომბი ჩამოაგდო „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. უორენის თქმით, მარტო საჰაერო ძალებმა 187 ისლამისტი მებრძოლი გაანადგურეს. პოლკოვნიკმა დასძინა, რომ გარდა ამისა, მოწინააღმდეგეს სერიოზული ზარალი მიაყენა ფეშმერგამაც. უორენის თანახმად, ეს ყველაზე მსხვილი იერიში იყო, რომლის განხორციელებაც შეძლო „ისლამურმა სახელმწიფომ“ მას მერე, რაც ქალაქი რამადი ჩაიგდო ხელში მიმდინარე წლის მაისში.

XS
SM
MD
LG