Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა


შვეიცარიაში, ბერნში, გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა. შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის საზღვარზე გამწვავებული ურთიერთობების ფონზე. ბერნში იმყოფებიან ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც. სარქისიანი და ალიევი 2014 წლის 27 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს უკანასკნელად.

XS
SM
MD
LG