Accessibility links

logo-print

მთელი პოლონეთის მასშტაბით გაიმართა პიკეტები დემოკრატიის დასაცავად


მთელი პოლონეთის მასშტაბით გაიმართა პიკეტები დემოკრატიის დასაცავად, რომელსაც, ორგანიზატორთა აზრით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება. „დამოუკიდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს!“ - რამდენიმე ათასი ადამიანი სკანდირებდა ვარშავაში, სახელმწიფო სეიმის შენობის წინ. აქციები მოაწყო დემოკრატიის დაცვის კომიტეტმა. დემონსტრაციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ ცდილობს, შეავიწროვოს სასამართლოს უფლებამოსილებები, რათა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლოს ქვეყნის მართვა.

XS
SM
MD
LG