Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის თქმით, ტერორისტები პირდაპირ ემუქრებიან რუსეთს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტერორისტები პირდაპირ ემუქრებიან რუსეთს. შაბათს კრემლის სასახლეში, უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერორისტებმა ღიად გამოუცხადეს ომი ცივილიზაციას, მთელს მსოფლიო თანამეგობრობას. „მათი მოქმედებები და გეგმები შეიცავს პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის“, თქვა პუტინმა. მან აღნიშნა, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამხედრო საშუალებები შეიძლება იქნეს გამოყენებული.

XS
SM
MD
LG