Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი სრულყოფს თავის ბირთვულ იარაღს


რუსეთში დღეს აღნიშნავენ უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა დღეს, რომელიც 1995 წლის 20 დეკემბერს დაწესდა. სპეცსამსახურების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი აზრით, „უშიშროების თანამშრომელთა მუშაობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის სუვერენიტეტი, მისი ეროვნული ინტერესებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა, საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა“. ტელეკომპანია „როსია 1“-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში პუტინმა თქვა, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთი „თავშეკავებულად“ იქცევა, რათა თავი დაიცვას შესაძლო ნეგატიური შედეგებისგან. ამავე დროს, რუსეთის ლიდერის თქმით, ამაზე არ ფიქრობს აშშ. თავის გამოსვლაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სრულყოფს თავის ბირთვულ იარაღს.

XS
SM
MD
LG