Accessibility links

logo-print

"ერ ფრანსის" თვითმფრინავი იძულებული გახდა, კენიაში დამჯდარიყო მასში საეჭვო ობიექტის აღმოჩენის გამო


კენიის პოლიციის თანახმად, "ერ ფრანსის" თვითმფრინავი, რომელიც მაურიციუსიდან პარიზში მიფრინავდა, იძულებული გახდა, კენიაში დამჯდარიყო მას მერე, რაც ლაინერში საეჭვო შეკვრა იპოვეს. როგორც იტყობინებიან, ბოინგ 777 ტიპის ავიალაინერში 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. კენიის პოლიციის ცნობით, ყველა ევაკუირებულია. სპეციალისტები სწავლობენ საეჭვო ობიექტს.

XS
SM
MD
LG