Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლება შეშფოთებულია თალიბანის სწრაფი წინსვლით ჰელმანდის პროვინციაში


ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოხატავენ, მათი თქმით, თალიბანის სწრაფი წინსვლის გამო ჰელმანდის პროვინციაში და აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ამ პროვინციის რამდენიმე ოლქი შესაძლოა მეამბოხეებს ჩაუვარდეთ ხელში. პრეზიდენტ აშრაფ ღანისადმი მიწერილ ღია წერილში ჰელმანდის გუბერნატორის მოადგილემ, მოჰამად ჯან რასულიარმა სასწრაფოდ მოითხოვა ქაბულიდან დახმარება. რასულიარის თქმით, ჰელმანდის ოლქები გერეშკი და სანგინი თალიბანის ხელში ჩავარდნის ზღვარზეა. როგორც პარლამენტის წევრი ჰელმანდიდან, აბდულაი ახუნზადა იტყობინება, ამჟამად ჰელმანდის ხუთ ოლქში მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები თალიბანის შენაერთებთან, რომლებიც სწრაფად მიიწევენ წინ. ქაბულში თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ცნობები ჰელმანდიდან.

XS
SM
MD
LG