Accessibility links

პუტინის თქმით, რუსეთი ნაციონალისტებს არ დაუტოვებს „შესაჭმელად“ დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ნაციონალისტებს არ დაუტოვებს „შესაჭმელად“ დონბასის რუსულენოვან მოსახლეობას. ამის შესახებ მან განაცხადა ვლადიმირ სოლოვიოვის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა. პუტინის აზრით, ის ფაქტი, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ თავის სანქციებს უკავშირებს მინსკის შეთანხმებების შესრულებას, მეტყველებს მოსკოვზე ზეწოლაზე მისგან ახალი დათმობების მიღების მიზნით. ანკარასთან ურთიერთობებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოსკოვს არ სურს თურქ ხალხთან ურთიერთობების გაწყვეტა, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა კი „მარადიული არ არის“. ევროპის მთავარ პრობლემად პუტინმა დაასახელა ის, რომ მან აშშ-ს გადასცა საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი თქვა რა უარი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე.

XS
SM
MD
LG