Accessibility links

რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ქალაქ იდლიბის დაბომბვას მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა


იტყობინებიან, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს მეამბოხეთა ხელთ მყოფი ქალაქი სირიის ჩრდილოეთში, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიხოცა. საჰაერო იერიში განხორციელდა ხალხმრავალი ბაზრის, რამდენიმე სამთავრობო შენობისა და საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია იდლიბის ამავე სახელწოდების დედაქალაქში. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია იტყობინება, რომ დაიღუპა 36 ადამიანი და მრავალი დაიჭრა. მაგრამ რეიტერს მოჰყავს მაშველთა სიტყვები იმის თაობაზე, რომ დადასტურებულია 43 ადამიანის სიკვდილი და კიდევ, სულ მცირე, 30 გვამი არ არის ამოცნობილი.

XS
SM
MD
LG