Accessibility links

logo-print

სლოვენიელებმა რეფერენდუმზე უარი უთხრეს ერთი და იმავე სქესის ქორწინების ნებადამრთველ კანონს


სლოვენიაში ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე უარყვეს კანონი, რომელის ერთი და იმავე სქესის პირებს ქორწინებისა და ბავშვების აყვანის უფლებას აძლევდა. წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეთა 63%-მა პროცენტმა ხმა მისცა ამ კანონის წინააღმდეგ, 36,5%-მა კი მხარი დაუჭირა მას. მარტში სლოვენიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების უფლებას იძლევა, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG