Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თბილისში აღნიშნავენ ეროვნული გვარდიის დაარსების 25 წლისთავს


დღეს ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე. ეროვნული გვარდიის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალიც იგეგმება.

XS
SM
MD
LG