Accessibility links

დადასტურდა ბომბის არსებობა "ერ ფრანსის"​ თვითმფრინავში


დადასტურდა ბომბის არსებობა ავიაკომპანია "ერ ფრანსის" (Air France) თვითმფრინავში, რომელიც კენიაში ექსტრემალურად დაეშვა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესის“ იუწყება. თვითმფრინავმა, რომელიც მავრიკი-პარიზის რეისს ასრულებდა, მომბასის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ბორტზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

XS
SM
MD
LG