Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ენ-დი-აი": ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას 16% მისცემდა


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" ხმას 16% მისცემდა, "ნაციონალურ მოძრაობას" 10% და "თავისუფალ დემოკრატებს" 7%. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად. ამავე კვლევის თანახმად, 3-3% აქვთ „ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას,“ საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას და „პატრიოტთა ალიანსს.“ რესპონდენტთა 35%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15%-მა ამ შეკითხვას არ უპასუხა, 7%-მა კი განაცხადა, რომ ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა. შეკითხვას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 64%-მა. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი. გამოკითხულთა 58% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს და 24% მოსაზრებას, რომ ქვეყანა ევრაზიული კავშირის წევრი უნდა გახდეს. NDI-ს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 1881 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს წესით გამოკითხა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში.

XS
SM
MD
LG