Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ჰელმანდის ერთ-ერთი რაიონი დაიპყრო


ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონზე დაამყარა კონტროლი. ჰელმანდის გუბერნატორის მოადგილის მოჰამედ ჯან რასულიარის ინფორმაციით, ათდღიანი ბრძოლების შედეგად 21 დეკემბერს თალიბებმა თითქმის მთლიანად დაიპყრეს სანგინის ოლქი. ერთადერთი ობიექტი, რომლებიც მოიერიშეებმა ვერ აიღეს, ავღანეთის არმიის ადგილობრივი დანაყოფის განლაგებაა. იუწყებიან, რომ ბრძოლები სამხედრო ნაწილთან გრძელდება.

XS
SM
MD
LG