Accessibility links

logo-print

ავღანეთის მთავრობა „გადამჭრელ ზომებს“ გეგმავს სანგინის გასათავისუფლებლად


ქაბულში ავღანეთის ეროვნული თანხმობის მთავრობის თავმჯდომარემ აბდულა აბდულამ და პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ უსაფრთხოებისა და ძალოვანი მინისტრების შეხვედრაზე პირობა დადეს, რომ სანგინის რაიონის გასათავისუფლებლად „გადამჭრელი ზომები“ გატარდება. 21 დეკემბერს ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონზე დაამყარა კონტროლი. მანამდე ჰელმანდის გუბერნატორის მოადგილემ მოჰამად ჯან რასულიარმა ფეისბუკით გააფრთხილა ავღანეთის მთავრობა, რომ საფრთხე ემუქრება მთლიანად ჰელმანდის პროვინციას, სადაც, ადგილობრივი მოხელის ინფორმაციით, გასულ თვეში ბრძოლებში უსაფრთხოების ძალების 90 პროცენტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG