Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებათადამცველები რუსეთსა და სირიას ადანაშაულებენ კასეტური აღჭურვილობის გამოყენებისათვის


საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ აკრძალული კასეტური შეიარაღების გამოყენებაში მოსკოვსა და დამასკს ადანაშაულებს. ორგანიზაციამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით აღნიშნული აღჭურვილობა სულ მცირე 20 ჯერ იქნა გამოყენებული 30 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც სირია და რუსეთი ერთობლივ შეტევით სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ. ნიუ-იორკში მოქმედი ორგანიზაციის ანგარიში ეფუძნება სირიის 9 სხვადასხვა რაიონში შეგროვებულ ინფორმაციას, რომლებიც მოწმობენ, რომ „ძალის გადაჭარბების“ შედეგად სირიაში სულ მცირე 35 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი ქალი და 17 ბავშვი დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG