Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანმა მანათის კურსის დევალვაცია მოახდინა


აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა თავისუფალი გაცვლითი კურსი გამოაცხადა ეროვნულ ვალუტაზე, რამაც მისი დევალვაცია გამოიწვია. ეროვნული ბანკის ამ ნაბიჯს 21 დეკემბერს დოლართან მიმართებაში მანათის 48 %-ით გაუფასურება მოჰყვა. სავალუტო ბაზარზე ერთი დოლარის ყიდვა 1.55 მანათად შეიძლება, მანამდე ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.04- იყო. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მანათის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებით ცდილობს "შეინარჩუნოს მყარი სავალუტო რეზერვები და უზრუნველყოს საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა".

XS
SM
MD
LG