Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: „პროვოკაციაზე არ წამოვეგებით"


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას რეგიონულ უსაფრთხოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონფრონტაცია რუსეთ-თურქეთს შორის. „ეს ვითარება ჩვენ მიგვაჩნია, რომ სერიოზული რისკის მატარებელია როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე გლობალური სტაბილურობისთვის. როგორც მეზობელი ქვეყანა ჩვენ ვართ უაღრესად დაინტერსებული, რომ სწრაფად მოხდეს ამ დაძაბულობის დეესკალაცია, ვინაიდან ეს ჩვენ საერთო ინტერსებში შედის“. მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედა ადგას კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან, არაძალადობრივ კურსს და ატარებს მშვიდობიან, კეთილმეზობლურ პოლიტიკას. „რაც არ უნდა სცადონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, ჩვენ არც ერთ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით და ჩვენთვის არასოდეს შეიცვლება ჩვენი მშვიდობიანი გზა,“ - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG