Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა მოიერიშემ ნატო-ავღანეთის პატრული დახოცა


რამდენიმე სამხედრო დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ბაგრამის საავიაციო ბაზის მახლობლად ავღანეთის არმიისა და ნატოს ერთობლივ პატრულზე თავდასხმის შედეგად. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ნატოს კოალიციის ხუთი ჯარისკაცია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მოტოციკლზე მჯრადი თავდამსხმელის სამიზნე იყო რვა კაცისაგან შემდგარი რაზმი, რომელიც ქაბულიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბაგრამის ბაზის სიახლოვეს პატრულირებდა.

XS
SM
MD
LG