Accessibility links

ავღანეთში თალიბების თავდასხმები მოეწყო, დაიღუპა ნატოს ექვსი ჯარისკაცი


ავღანეთში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზის მახლობლად და მოკლა ნატოს ექვსი ჯარისკაცი. აგვისტოდან მოყოლებული, ავღანეთში არც ერთ თავდასხმას არ მოჰყოლია ამდენი მსხვერპლი უცხოელ სამხედროებს შორის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, განაცხადა, რომ ექვსივე მოკლული ამერიკელი იყო. მანამდე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიამ" გამოაცხადა, რომ დაიღუპა ექვსი და დაიჭრა სამი სამხედრო მოსამსახურე. ამ ცნობაში არ იყო ნათქვამი, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ დაღუპული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ასევე 21 დეკემბერს, თალიბანის მებრძოლებმა დაიპყრეს სანგინის რაიონი სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ხოლო ქაბულში 21 დეკემბრის საღამოს სამი რაკეტა ესროლეს ქაბულის რაიონს, რომელშიც ბევრი საელჩო და მთავრობის შენობა მდებარეობს. ჯერ არაფერს იტყობინებიან ქაბულში მსხვერპლის, ან მატერიალური ზარალის შესახებ.

XS
SM
MD
LG