Accessibility links

logo-print

მოლდავეთში პროდასავლური კურსის მომხრე ბიზნესმენს დაევალა მთავრობის შექმნა


მოლდავეთის პრეზიდენტმა ნიკოლაე ტიმოფტიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პროდასავლური კურსის მომხრე ბიზნესმენ იონ სტურზას სთხოვა ახალი კაბინეტის შექმნა მოლდავეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე. 55 წლის სტურზა, რომელიც 1999 წელს ცხრა თვე მუშაობდა პრემიერ-მინისტრად, აცხადებს, რომ 22 დეკემბერს დაიწყებს მთავრობის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებას პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებთან. მოლდავეთს დროებითი მთავრობა ჰყავს ოქტომბრის მიწურულიდან - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაითხოვა პროდასავლური კურსის მომხრე მთავრობა კორუფციის ბრალდებებით გამოწვეული რამდენიმე სკანდალის გამო. სტურზას, სულ, ცოტა 51 მხარდამჭერი სჭირდება 101-ადგილიან პარლამენტში მისი მთავრობის დასამტკიცებლად.

XS
SM
MD
LG