Accessibility links

logo-print

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები შესაძლოა, 50%-იანი ბარიერით აირჩიონ


პარლამენტში ინიცირებულია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების 50%-იანი ბარიერით არჩევას ითვალისწინებს. "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტის ინიციატორი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებია. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი მისცემს ხმას. მოქმედი კანონით კი, მაჟორიტართა არჩევის ბარიერი 30%-ს შეადგენს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილება და იმ კანონპროექტთან ერთად მიიღებენ, რომლითაც მაჟორიტარული ოლქების საზღვრები იცვლება.

XS
SM
MD
LG