Accessibility links

logo-print

სოხუმში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს


სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება, არ გამორიცხავს, რომ მომავალში სირია აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სააგენტო "სპუტნიკ-აბხაზიასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში სირიის ელჩთან შეხვედრაზე მხარეებმა "თანამშრომლობის საკითხებსა და აფხაზეთში სირიელი აფხაზების რეპატრიაციაზე" ისაუბრეს."აღინიშნა ორივე მხარის დიდი დაინტერესება სირიულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცებისა და გაღრმავების კუთხით. გამოიწვევს თუ არა ეს, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის აღიარებას - ჩემი მოსაზრებით, ამაში შეუძლებელი არაფერია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სირიული მხარის სუვერენული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ჩირიკბამ, მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზები "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდნენ. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

XS
SM
MD
LG