Accessibility links

logo-print

რუსეთში ჩხრეკა ჩაატარეს ხოდორკოვსკის ფონდის თანამშრომელთა ბინებში


რუსეთში გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს მიხაილ ხოდორკოვსკის ფონდის რამდენიმე თანამშრომლის ბინებში. ყოფილი ოლიგარქის, კრემლის ოპონენტ მიხაილ ხოდორკოვსკის ფონდმა „ღია რუსეთმა“ 22 დეკემბერს გამოაცხადა, რომ თანამშრომლების ბინები გაჩხრეკილია 2003 წლის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ. მიმდინარე თვეში უფრო ადრე ხოდორკოვსკის, რომელმაც 10 წელიწადზე მეტი დაჰყო ციხეში, ვიდრე მას პრეზიდენტი შეიწყალებდა, რუსეთში ბრალად წაუყენეს 1998 წელს მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობა. ხოდორკოვსკი ბრალდებას უარყოფს. 2013 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის უცხოეთში, უმეტესწილად ლონდონში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG