Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ირინა ენუქიძე სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით "ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის". საზოგადოებამ ირინა ენუქიძე გაიცნო 2006 წელს მისი შვილის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. ენუქიძე აქტიურად მოითხოვდა საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. ის 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა 22 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ირინა ენუქიძე იყო "განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც ეწეოდა ბრძოლას ადამიანის სიცოცხლისთვის და სხვისი შვილებისთვის". პრეზიდენტის განმარტებით, რახან 2015 წელი ქალთა წლად არის გამოცხადებული, წლის დასრულებისას, მან გადავწყვიტა, გამოჰყოს რამდენიმე ქალი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ.

XS
SM
MD
LG