Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერი გმობს სირიის ქალაქ იდლიბზე, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო დარტყმებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ დაგმო, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო იერიში სირიის ქალაქ იდლიბზე და აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორია არ იქნება „რუსეთის იმპერიალისტური მიზნების“ ნაწილი. ეს განცხადება დავუთოღლუმ დღეს ანკარაში გააკეთა. ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბში, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, მრავალი მსხვერპლი მოჰყვა 20 დეკემბერს განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს - ამის შესახებ მაშველები და თვითმხილველები აცხადებენ. საჰაერო დარტყმები მიმართული იყო ხალხით სავსე ბაზრის, მთავრობის რამდენიმე შენობისა და საცხოვრებელი სახლების წინაღამდეგ. რუსეთს არ დაუდასტურებია, რომ მან განახორციელა საჰაერო იერიშები იდლიბზე. თურქეთი აქამდეც მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის როლს სირიის კონფლიქტთან მიმართებით. მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ტრადიციული მოკავშირეა მაშინ, როდესაც თურქეთი ასადის გადადგომას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG